ქართული
English

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლების თარიღი: 2025 წლის 12 ოქტომბერი

1. შესავალი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს, ინახავს და იცავს პლატფორმა ARA თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდითა და სერვისებით. ჩვენ ვაცნობიებთ თქვენი მონაცემების დაცვის მნიშვნელობას და უზრუნველვყოფთ სრულ გამჭვირვალობას.

2. რა ინფორმაციას ვაგროვებთ

ჩვენ ვაგროვებთ ორ კატეგორიის ინფორმაციას:

ა) თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია:

  • პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: სახელი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, ქალაქი.
  • პროფესიული ინფორმაცია: თქვენ მიერ ატვირთულ რეზიუმეში (CV) მოცემული ყველა მონაცემი, მათ შორის სამუშაო გამოცდილება, განათლება, უნარები და კვალიფიკაცია.

ბ) ავტომატურად შეგროვებული ინფორმაცია:

  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუერის ტიპი, მოწყობილობის ინფორმაცია და პლატფორმის გამოყენების სტატისტიკა.

3. როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას

თქვენს მონაცემებს ვიყენებთ შემდეგი კონკრეტული მიზნებისთვის:

  • სერვისის მიწოდება და ფუნქციონირება: თქვენი რეზიუმედან მონაცემების ამოცნობა, ანალიზი და სტრუქტურიზაცია, და თქვენი პროფილის ვაკანსიებთან დაკავშირება.
  • განაცხადების გაგზავნა თქვენი სახელით (Gmail ინტეგრაცია): თქვენივე ინიციატივითა და თანხმობით, პლატფორმა იყენებს Google-ის ინტეგრაციას თქვენი რეზიუმეს დამსაქმებლებთან გასაგზავნად. ამისთვის ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ, მკაცრად შეზღუდულ უფლებას: მეილის გაგზავნას (.../auth/gmail.send). ეს ნიშნავს, რომ:
    • ჩვენს სისტემას შეუძლია მხოლოდ გააგზავნოს მეილი თქვენი სახელით.
    • ჩვენ ტექნიკურად არ შეგვიძლია და არ გვაქვს წვდომა, რომ წავიკითხოთ, წავშალოთ ან ვმართოთ თქვენი სხვა მეილები.
  • კომუნიკაცია: სერვისთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეტყობინებებისა და განახლებების გამოსაგზავნად.
  • პლატფორმის გაუმჯობესება: ანონიმური გამოყენების მონაცემების ანალიზი ჩვენი AI მოდელებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

4. მონაცემების გაზიარება მესამე მხარეებთან

ჩვენ არ ვყიდით და არ ვასხვისებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ინფორმაციის გაზიარება ხდება მხოლოდ შეზღუდულ შემთხვევებში:

  • პოტენციურ დამსაქმებლებთან: თქვენი რეზიუმე და საკონტაქტო ინფორმაცია ეგზავნება დამსაქმებლებს, როდესაც რელევანტური ვაკანსია მოიძებნება და ხდება განაცხადის გაგზავნა.
  • სერვისის პროვაიდერებთან: ჩვენ ვიყენებთ სანდო მესამე მხარის სერვისებს ჩვენი პლატფორმის გამართული მუშაობისთვის: ჰოსტინგი, მონაცემთა ბაზების მართვა, ხელოვნური ინტელექტის მოდელების პროვაიდერები და ტრანზაქციული მეილების სერვისები.
  • სამართლებრივი ვალდებულებისას: ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის საფუძველზე.

5. მომხმარებლის უფლებები და კონტროლი

თქვენ გაქვთ სრული კონტროლი თქვენს პერსონალურ მონაცემებზე:

  • წვდომისა და შესწორების უფლება: ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ და შეცვალოთ თქვენი პროფილის ინფორმაცია.
  • წაშლის უფლება: ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ანგარიში და მასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი.
  • თანხმობის გაუქმების უფლება: ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ ARA-ს წვდომა თქვენს Google ანგარიშზე პირდაპირ თქვენი Google ანგარიშის უსაფრთხოების პარამეტრებიდან, რაც ავტომატურად გათიშავს განაცხადების გაგზავნის ფუნქციას.

6. მონაცემთა უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, მათ შორის დაშიფვრას, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები უნებართვო წვდომის, დაკარგვის ან დაზიანებისგან.

7. პოლიტიკის განახლება

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, დროდადრო განვაახლოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ შეგატყობინებთ ელფოსტით ან ჩვენს პლატფორმაზე გამოქვეყნებული შეტყობინებით.

8. საკონტაქტო ინფორმაცია

ამ პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ელფოსტა: hi@ara.ge

ტელეფონი: (+995) 568 434 434